იტალიის სავიზო
მომსახურების
ცენტრი თბილისში
თბილისი,
რუსთაველის გამზირი, # 27
ტელ:
+995322430059
ქართული | Русский | English | Italiano
 

მთავარი

ძვირფასო მომხმარებლებო! გატყობინებთ, რომ ჩვენი საიტი შევსებისა და დამუშავების ფაზაშია. უახლოეს დღეებში ინფორმაციის ნაწილმა, შესაძლოა, განიცადოს გარკვეული ცვლილებები.

ამიტომ გთხოვთ, უფრო დაზუსტებული ინფორმაციისთვის დარეკოთ ჩვენი კომპანიის ქოლ-ცენტრში: (+995 32) 2430059 ან მოგვწეროთ ელ. ფოსტით მისამართზე: info@italyvms.ge

გმადლობთ!

ვიზა მენეჯმენტ სერვის ჯორჯია

გმადლობთ, რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს.

გაცნობებთ, რომ საბუთების წარსადგენად უნდა მობრძანდით ჩვენს ოფისში, რუსთაველის გამზირი, #27.

საბუთების მიღება წარმოებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 – 16:30 მდე.

პასპორტების გატანა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 15:30 – 18:30 მდე.

ამ საიტზე განთავსებულია სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ უმოკლეს დროში შეაგროვოთ იტალიის საკონსულოში ვიზის მოთხოვნისას წარსადგენი საბუთები. ამ გვერდის ბოლოს ჩამოთვლილია ვიზების ის კატეგორიები, რომლებიც შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენთან საბუთების ჩაბარების შემდეგ.

მომსახურების მისაღებად და საბუთების წარსადგენად უნდა დანიშნოთ შეხვედრა ჩვენს ცენტრში. შეხვედრის დასანიშნად შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენი სატელეფონო მომსახურების ცენტრში ან დანიშნოთ შეხვედრა საიტის მეშვეობით.

შეხვედრა დაინიშნება ჩვენთან დაკავშირების მომდევნო დღისთვის.

სატელეფონო მომსახურების ნომერია: (+995 32) 2430059

შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით მიიღოთ ინფორმაცია წარსადგენი საბუთების და პასპორტის გატანის შესახებ. მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: info@italyvms.ge

ზაფხულის პერიოდში, იტალიის ვიზის მიღების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, გთხოვთ შეხვედრის დანიშვნაზე დროულად იზრუნოთ.

იტალიის სავიზო ცენტრის მომსახურების საფასურია

საკონსულოს სავიზო მოსაკრებელისა (35,60,116 ეუროს ექვივალენტი ლარებში) და სავიზო ცენტრის მომსახურების საფასურის (63 GEL) გადახდა ხორციელდება საბუთების ჩაბარებისას.

იტალიის სავიზო მომსახურების ცენტრში (VMS) ვიზის მომთხოვნთა საყურადღებოდ!!!

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 1 ივლისიდან, იტალიის სავიზო მომსახურების ცენტრში ხელმისაწვდომი ხდება პასპორტების მისამართზე გაგზავნის სერვისი DHL–ის მეშვეობით.

გაფრთხილება იტალიის რესპუბლიკაში წამსვლელთა საყურადღებოდ!

შენგენის ზონის წესების თანახმად გახსენებთ, რომ ვიზის მიღება არ არის საზღვრის გადაკვეთის გარანტი. ამასთან, იტალიის (ასევე სხვა შენგენის წევრი ქვეყნის) საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ სრულუფლებიანი მანდატი საზღვარზე მოითხოვონ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

– საკმარისი თანხა ევროებში ან Fidejusione bancaria–ს ორიგინალი;

– სამოგზაურო დაზღვევა (ორიგინალი);

– სასტუმროს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან სასტუმროს ჯავშანი);

– მოწვევა (ან მოწვევის ასლი);

– არასრულწლოვნების შემთხვევაში მინდობილობა;

– სამოგზაურო ბილეთი (დახურული თარიღით).

ყურადღება!!!


სავიზო მომსახურების ცენტრი „VMS“–ი იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, რომელიც გაიცემა ჩვენი სერვის ცენტრის მიღმა.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მომხმარებლისთვის:

– ელ. ფოსტით და Call Center-ის მეშვეობით;

– მიმღებ–ოპერატორთან პირისპირ გასაუბრების გზით.


სავიზო ცენტრის ადმინისტრაცია

 
  ინფორმაცია: იტალიის სავიზო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.
საწყისი გვერდი | საიტის რუკა
©2014, Visa Management Service